
ბლუზის სამშობლო ამერიკის შეერთებული შტატებია და მისი პირველი შემსრულებლები აფროამერიკელები იყვნენ. ამიტომ მას ხანდახან შავკანიანების ფოლკ მუსიკასაც უწოდებენ.
სავარაუდოდ მე-20 საუკუნის დასაწყისში ეს მუსიკალური სტილი წარმოიშვა ინგლისური და შოტლანდიური ბალადების, შავკანიანთა შრომის სიმღერების შერწყმით.
ბლუზის ძირითადი მონახაზი როგორც წესი, 12 ტაქტიანია. ტიპიური ინსტრუმენტები, რომლებიც გამოიყენება ბლუზის შესრულებისას: გიტარა, ფორტეპიანო, ჰარმონიკა,ბასი, ჩასაბერებიდან - საყვირი, საქსოფონი, ტრომბონი და დასარტყმელი საკრავები.
მელოდიურად ბლუზის განმასხვავებელი ნიშანია დადაბლებული მესამე, მეხუთე და მეშვიდე საფეხურების გამოყენება, ამას უწოდებენ "blue ნოტებს".

No comments:
Post a Comment